Wednesday, November 26, 2014

დღე 1-ლი (23.08.14)
 კურსის შესავალი - 3 საათი

კურსის მონაწილეთა გაცნობა

კურსის წარდგენა:მიზანი,შედეგები,განრიგი,საორგანიზაციო საკითხები,მუშაობის ფორმები,სამუშაო წესები,მონაწილეთა შეფასების საკითხები.

·        აქტიური ლექცია PP(powerPoint) პრეზენტაციის გამოყენებით კურსის სილაბუსის გაცნობა. კითხვები და პასუხები (10 წთ.)
·         სასწავლო პროცესში ისტ-ის გამოყენების ფორმები და მნიშვნელობა.ჯგუფური გონებრივი იერიში. შეჯამება (20 წთ.)
·         მასწავლებლის კომპეტენციები ისტ-ის გამოყენების სფეროში. კომპეტენციების მიმოხილვა.შემაჯამებელი დისკუსია (15 წთ.)
·         სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომები სა საინფორმაციო ტექნოლოგიები.სამოდელო გაკვეთილის ჩატარება და ამ გაკვეთილის ვიდეოვერსიის ნახვა,ტექსტის წაკითხვა და დისკუსია-შეჯამება (90 წთ.)
·         სასწავლო პროცესის ძირითადი ერთეულები(გაკვეთილი,თემატური ერთეული,თანამშრომლობითი სასწავლო პროექტი). აქტიური ლექცია ტექსტის წაკითხვა,დისკუსია-შეჯამება (20 წთ.)

ტრენინგ დღის/მოდულის შეფასება. შეფასების კითხვარის შევსება (10 წთ.)


ტრენინგის პირველი დღე დაიწყო ურთიერთგაცნობით. ტრენინგის თითოეულმა მონაწილემ ჯგუფს წარუდგინა საკუთარი თავი.ამის შემდეგ ტრენერმა გაგვაცნო კურსის მიზნებიგანრიგი,მისაღწევი შედეგები, დღის წესრიგი სა სამუშაო წესები. ინდივიდუალურად ვუპასუხეთ კითხვებს: ისტ-ის რომელ ინსტრუმენტებს ვიყენებ ყოფა-ცხოვრებაში და რა მიზნით, ისტ-ის რომელ ინსტრუმენტებს ვიყენებ სასწავლო პროცესში,რა მიზნით და როგორ. პასუხები წავიკითხეთ.
შემდეგ წავიკითხეთ ტექსტი,მოვნიშნეთ მნიშვნელოვანი მონაკვეთები და გავარკვიეთ რამდენად გამართლდა კითხვარში გამოხატული მოსაზრებები. ისტ-მა ხელი უნდა შეუწყოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი,თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებას,შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომების განვითარებას,რაც მნიშვნელოვანია პრობლემებზე დაფუძნებული კონსტრუქტივისტული საკლასო გარემოს შესაქმნელად.

ამის შემდეგ  გავეცანით მასწავლებლის კომპეტენციებს ისტ-ის გამოყენების სფეროში,შევავსეთ  ცხრილი პირველი ბლოკი.ჯგუფში ვისაუბრეთ,თუ რა სჭირდება მასწავლებელს იმისთვის,რომ ეფექტიანად გამოიყენოს ისტ სასწავლო პროცესში.მასწავლებელი უნდა ფლობდეს და იყენებდეს ისტ-თან დაკავშირებულ ძირითად ცნებებსა და ოპერაციებს ეფექტური და ორგანიზებული სასწავლო გარემოს შესაქმნელად,აგრეთვე უნდა იყენებდეს მას კოლეგებტან ურთიერთობისას და პროფესიული განვითარებისთვის.ვნახეთ გაკვეთილის ვიდეოვერსია და ჩავინიშნეთ საინტერესო ეპიზოდები.

ვიდეომასალისა და წაკითხული ტექსტის გაანალიზების შემდეგ დავამზადეთ ცხრილის ელექტრონული  ვერსია (გვ.25)

გავაანალიზეთ,რომ ისტ ეფექტიანად გამოიყენება გაკვეთილების დაგეგმვაში,ინდივიდუალური თუ ჯგუფური სამუშაოების წარმართვაში,ელექტრონული რესურსების მოძიებაში,მასწავლებლისა და მოსწავლის თვითშეფასებასა და რუბრიკების შედგენა-შევსებაში.

ვისაუბრეთ,რა არის სწავლა-სწავლების პროცესი და რა ერთეულებისაგან შედგება იგი.სწავლა-სწავლება სამი კომპონენტისაგან შედგება:1.ცოდნის გაფართოება-გაღრმავება,  2.უნარ-ჩვევების დაუფლება, 3.ღირებულებითი მიმართებების ჩამოყალიბება. გამვიხილეთ გაკვეთილის სხვადასხვა ფორმატი:
1.      ერთი მასწეავლებელი და ბევრი მოსწავლე
2.      .კერძო მეცადინეობა_ ერთი მასწავლებელი და ერთი მოსწავლე
3.      მეცადინეობა მასწავლებლის გარეშე,სახელმძღვანელოებისა და მულტიმედიის გამოყენებით


ვიდეოკონფერენცია,რომელიც საშუალებას აძლევს სხვადასხვა სივრცეში განთავსებულ მოსწავლეებსა და მასწავლებელს,ერთობლივად წარმართონ სასწავლო პროცესი.
განვიხილეთ ქართული სკოლისათვის ტიპური ფორმატი და თემატური ერთეულები: საგნობრივი და საგანთაშირისი, და მათი გამოყენების აუცილებლობა.


ტრენერმა მოგვცა საშინაო დავალება (გვ.31) :მოვიფიქროთ იმ გაკვეთილის სათაური,რომელსაც დავგეგმავთ და ჩავატარებთ ისტ ტექნოლოგიების გამოყენებით. დავრეგისტრირდთ gmail.com-ზე და გავუგზავნეთ წერილი ტრენერს.

ტრენინგის პირველი დღე იყო ინფორმაციითა და პრაქტიკული სამუშაოთი დატვირთული.მოდულმა სრულად გაამართლა ჩემი მოლოდინი, ძალიან მომეწონა ტრენერის მუშაობა, ის ყოველ ჩვენს კითხვაზე გვცემდა ამომწურავ პასუხს, ჯგუფში იყო სამუშაო და თანამშრომლობითი გარემო.მოდული მნიშვნელოვანი იყო იმით,რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი სწავლა-სწავლების პროცესში  ისტ-ის   გამოყენების აუცილებლობაში .    



დღე მე-2 (23.08.14)
აუცილებლობაში .   
II დღე        (24.08.14)           
1.    საშინაო დავალების მომოხილვა
2.    გაკვეთილის დაგრგმვა
3.    ტექსტური რედაქტორი word-ი
4.    ტრენინგის დღის შეჯამება (გვ.51)
ტრენინგის მეორე დღე დაიწყო საშინაო დავალების მიმოხილვით.მასწავლებლებ-
ლებმა წარმოადგინეს გასაგეგმი გაკვეთილების სათაურები.ტრენერმა აღნიშნა ,
რომ ელექტრონული ფოსტით მიიღო მასწაბლებლების მიერ გაგზავნილი წერილები.

ამის შემდეგ განვიხილეთ გაკვეთილის გეგმის პუნქტები:
1.      რა უნდა ვასწავლო?
2.      2.ვის უნდა ვასწავლო (სამიზნე ჯგუფი)?
3.      როგორ უნდა ვასწავლო?
4.      რა დროში უნდა ვასწავლო?
5.      რა უნდა გამოვიყენო?
6.      როგორ უნდა შევაფასო ბავ შვები?,

გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის თემა
კლასი
გაკვეთილის მიზანი
გაკვეთილის მსვლელობა
სასწავლო მასალა
შეფასება (რუბრიკა)
 გაკვეთილის მსვლელობა: გაკვეთილი უნდა იყოს სამფაზიანი,გაკვეთილის დაგეგმვისას უნდა შევარჩიოთ კომპიუტერული პროგრამა,რომელიც ხელს შეუწყობს სწავლებას,უნდა განისაზღვროს,რა ტექნოლოგიური რესურსებია ხელმისაწვდომი გაკვეთილის განსახორციელებლად. განვიხილეთ ჯგუფური და ინდივიდუალური შეფასების რუბრიკა.შემდეგ ვიმუშავეთ
(D-GP-IP) სასწავლო მასალის მომზადებაზე თექსტურ რედაქტორში. შევქმენით საქაღალდეში საქაღალდეები,ვისწავლეთ ტექსტია აკრეფა და შენახვა, გამუქება,სრიფტის დაპატარავება-გადიდება,გადანომვრა.
ტრენინგის ბოლოს შევაჯამეთ ნასწავლი, დასმულ კითხვებზე ტრენერისაგან მივიღეთ ამომწურავი პასუხები.
ტრენინგის მეორე დღეს შესწავლილი მასალა დამეხმარება ტექნოლოგიებით გამდიდრებული  გაკვეთილის დაგეგმვასა და ჩატარებაში,ჯგუფური და ინდივიდუალური შეფასების რუბრიკის შექმნაში. 


დღე მე-3 (23.08.14)
1.      წინა დღეს შესწავლილი მასალის გამეორება
2.      მუშაობა ტექსტურ რედაქტორში,გრაფიკული ობიექტის ჩასდმის ბრძანება insert
(სურათები,ფიგურები,ასოციაციური კავშირები,ცხრილები.
                3.შეჯამება გვ.57

ვისწავლეთ,როგორ ვიმუშაოთ copy-paste ბრძანებით,აგრეთვე როგორ უნდა დავბეჭდოთ ვორდის დოკუმენტი,სურათის ჩასმა გალერეიდან და გეომეტრიულოი ფიგურების ჩასმა,მათი სახეცვლილება,ტექსტის ჩაწერა.

ტრენინგის მესამე დღეს ვისწავლეთ ასოციაციური კავშირები.







დღის ბოლოს შევაჯამეთ  ჩვენი მუშაობა.  მიღებულ ცოდნას აქტიურად გამოვიყენებ ტესტების,ცხრილების  შედგენისა  და ჯგუფური მუშაობის დროს მოსწავლეებთან.



დღე მე-4 (26.08.14) 
1.      გამეორება
2.      მუშაობა ტექსტურ რედაქტორში,ცხრილები
3.      ინტერნეტი (ინფორმაციის მოძიება,მისამართები,LemiLL.net და სხვა.)
ტრენინგის მეოთხე დღეს ვისწავლეთ ცხრილების მონიშვნა,გადაადგილება,პროპორციული გადიდება ან დაპატარავება.
























ვისწავლეთ,რომ ინტერნეტში შესასვლელი პროგრამა არის ვებ-ბრაუზერი,გავეცანით მისამართებს,  ლემილში მუშაობას.
ტრენინგის მეოთხე დღე დავასრულეთ შესწავლილი მასალის შეჯამებით.
შესწავლილ მასალას გამ ოვიყენებ საკლასო მუშაობის დროს, თემასთან დაკავშირებული საინტერესო მასალის მოსაძიებლად.

დღე მე-5 (27.08.14) 
       1.გამეორება
       2.საძიები სისტემა google
       3.პროექტის მახასიათებლების გაცნობა
       4.შეჯამება  გვ.67
        ტრენინგის მეხუთე დღეს ვისწავლეთ გუგლიდან სურათების გადმოწერა - შენახვა,ტექსტურ დოკუმენტში ჩასმა და საქაღალდეში შენახვა. ამის შემდეგ ვისწავლეთ ტექსტის გადმოწერა - შენახვა  და ბეჭდვა.
       გავეცანით პროექტის მახასიათებლებს( პროექტის სახელწოდება,მთავარი იდეა,აქტუალობა,მიზნები,მოსწ,ასაკი,ვადები,მოსალოდნელი შედეგები,პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები,პროექტის მსვლელობა,საგნებთან,ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშიორი,პროექტის ხელმძღვანელი,ხელმძღვანელის ელ.ფოსტა.
ტრენერთან ერთად გავეცანით სხვადასხვა პროექტებს,გამოვთქვით ჩვენი აზრი.
დღე დამთავრდა შეჯამებით. მიღებული ცოდნა გამომადგება სასკოლო პროექტების განხორციელებისას,შედგენილი ტესტებისა თუ სხვა დოკუმენტების გაფორმება-შენახვისას.

დღე მე-6 (01.09.14) 
1.      გამეორება
2.      მუშაობა ელ.ფოსტაში(წერილის მიღება-გაგზავნა,წერილის გადმოწერა კომპიუტერიდან,ფოსტის საქაღალდეები)
შეჯამება (გვ.75)
ტრენინგის მეექვსე დღე დაიწყო შესწავლილი მასალის გამეორებით,რის შემდეგაც შევედით ელექტრონულ ფოსტაში,გავეცანით ფოსტის საქაღალდეებს,ვისწავლეთ წერილის გაგზავნა და მიღება, რამდენიმე ადრესატთან წერილის გაგზავნა და სმაილების ჩასმა.
ინტერნეტის გათიშვამ ცვლილება შეიტანა დღის წესრიგში,მუშაობა შევწყვიტეთ ფოსტაში და შევქმენით გაკვეთილის გეგმისა და პროექტის შაბლონები,რომლებიც შევინახეთ საქაღალდეში.
ელექტრონული ფოსტით მიმოწერას აქტიურად გამოვიყენებ სადამრიგებლო კლასის მოსწავლეთა მშობლებთან,კოლეგებთან,განათლების სამინისტროსთან კომუნიკაციისათვის,რაც მნიშვნელოვნად გამიადვილებს მუშაობას.

დღე მე-7 (02.09.14) 
1.      მასალის გამეორება
2.      წერილის გადმოწერა-შენახვა
3.      ფაილის გაგზავნა
4.      საპრეზენტაციო პროგრამა
5.      შეჯამება , გვ.87       
ტრენინგის მეშვიდე დღე დაიწყო წინა დღეს შესწავლილი მასალის გამეორებით.
გავიმეორეთ წერილის გაგზავნა-მიღება,ფოსტაში-შესვლა-გამოსვლა,ფოსტის საქაღალდეები. ამის შემდეგ  ვისწავლეთ ,როგორ შევამოწმოთ გაიგზავნა თუ არა წერილი,draft საქაღალდეში წერილების მონიშვნა და წაშლა ან გაგზავნა.ვისწავლეთ მნიშვნელოვანი წერილების შენახვა starred საქაღალდეში,წერილზე ფაილების მიმაგრება და გაგზავნა. ვისწავლეთ წერილის გადმოწერა ფოსტიდან და შენახვა,წერილზე პასუხის გაგზავნა და აგრეთვე მე-3 პირისათვის მიოღებული წერილის გადაგზავნა.
ამის შემდეგ გავეცანით საპრეზენტაციო პროგრამა power point-ს,სლაიდის დამაება,წაშლა.
ტრენინგის მეშვიდე დღე დამთავრდა ნასწავლი მასალის შეჯამებით,ტრენერმა ამომწურავი პასუხები გასცა მასწავლებელთა შეკითხვებს,შევავსეთ კითხვარი.გვ.87.
შესწავლილ მასალას გამოვიყენებ მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან  მიმოწერისა- თვის ,საპრეზენტაციო მასალის შემოწმებისა და კომენტარის გაგზავნისთვის,რაც გაამრავალფეროვნებს და საინტერესოს გახდის გაკვეთილს.

დღე მე-8 (03.09.14) 
1.      გამეორება
2.      რეგისტრაცია ბლოგზე
საპრეზენტაციო პროგრამა  power point
ტრენინგის მერვე დღე დაიწყო წინა დღეს ნასწავლი მასალის გამეორებით.შემდეგ შევისწავლეთ სლაიდების დამატება,წაშლა და სხვადასხვა დიზაინი,სურათთან ერთად ტექსტის დაწერა. ინდივიდუალურად შევქმენით სლაიდები და შემდეგ ვისწავლეთ,თუ როგორ ხდება მათი ჩვენება F 5 კლავიშით. ვისწავ ლეთ აგრეთვე სლაიდიდან სლაიდზე გადასვლის ანიმაციური ეფექტები.
ამის შემდეგ დავრეგისტრირდით ბლოგზე.
შესწავლილ მასალას გამოვიყენებ საგაკვეთილო პროცესში,რათა უფრო საინტერესო და სანახაობრივად სასიამოვნო იყოს გაკვეთილ.ეს,თავის მხრივ,გამოიწვევს მოსწავლეთა დაინტერესებას,სახალისოს გახდის სწავლის პროცესს.


დღე მე-9 
1.      გამეორება
2.      გაკვეთილის გეგმასა და პროექტზე მუშაობა
3.      ნამუშევარი დოკუმენტების ფოსტაში შენახვ
ტრენინგის მე-9 დრე დაიწყო შესწავლილი მასალის გამეორებით,რის შემდეგაც დავწერეთ გაკვეთილის მარტივი გეგმა.მე ავირჩიე ილია ჭავჭავაძის „ბაზალეთის ტბა“.გეგმა გავგზავნე ჩემს gmail-ზე და შევინახე. ამის შემდეგ დავწერე პროექტი შაბლონის მიხედვით „ჩვენი ენა ქართული“,რომელიც შევინახე ფოსტაში.
ტრენინგის მე-9 დღე იყო ძალიან საინტერესო და პროდუქტიული.მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ გაკვეთილის ყოველდღიური გეგმების დაწერისას.ეს დამეხმარება გაკვეთილის მიზნისა და მსვლელობის ჩამოყალიბებაში,თითოეული აქტივობისთვის დროის  რაციონალურად განაწილებაში. პროექტის ძირითადი მახასიათებლების გაცნობა საშუალებას მომცემს,მოსწავლეებს უფრო ცხადად ავუხსნა პროექტის არსი და მისი განხორციელების გზები,რაც მათ გაუადვილებს შემდგომში პროექტების დაწერას.

დღე მე-10
1.      გამეორება - power point
2.       შეფასების რუბრიკა
ტრენინგის მეათე დღე დავიწყეთ ნასწავლის გამეორებით . შემდეგ გავაანალიზეთ,რა არის შეფასების რუბრიკა და რომ მ ისიინტეგრირება საკლასო პროცესში  სამი გზით არის შესაძლებელი: 1. გამოვიყენოთ უკვე არსებული რუბრიკა ,2.ავიღოთ არსებული რუბრიკა და შესწორებებით მოვარგოთ ჩვენს საჭიროებებს, 3.თავად დავამზადოთ რუბრიკა.,გავარჩიეტ ანალიტიკური და ჰოლისტური რუბრიკები. ამის შემდეგ ჩვენ თვითონ შევადგინეთ რუბრიკა და შევინახეთ საქაღალდეში.
ტრენინგის მეათე დღეს შესწავლილ მასალას გამოვიყენებ ყოველდღიური საკლასო მუშაობისას და შემაჯამებელი სამუშაოების შეფასებისას. ეს დაგვეხმარება მე და  მოსწავლეებს უკეთ დავინახოთ და გავაანალიზო ჩვენი მიღწევები თუ ნაკლი.

დღე მე-11
1.       გამეორება
2.       პროექტის გადატანა ბლოგში
3.       მუშაობა ბლოგში
ტრენინგის მე-11 დღე დაიწყო შესწავლილი მასალის გამეორებით. შემდეგ დავიწყეთ მუშაობა ბლოგის შექმნაზე,ტრენერმა აგვიხსნა,რომ ბლოგი არის მარტივი ვებ-საიტი,რომელზეც შესაძლებელია მასწავლებელმა გამოაქვეყნოს სასწავლო მასალა,ჩატარებული გაკვეთილების გეგმები და პროექტები,აგრეთვე  სურათები და ვიდეომასალა. შევქმენით ბლოგი,ვისწავლეთ სათაურის შეცვლა ,ბლოგის მისამართის გაგზავნა,წაშლილი ბლოგის მოძებნა და აღდგენა,დიზაინის შეცვლა.
შესწავლილ მასალა გამიადვილებს ბლოგზე ინფორმაციის გამოქვეყნებას ,განახლებას და  კომენტარების წაკითხვას.

დღე მე-12
1.      გამეორება
2.      მუშაობა ბლოგში,გაკვეთილიოს გეგმის გადატანა ბლოგში.
3.      Microsoft exel
4.      რეფლექსია (გვ.107)
გამეორების შემდეგ გავეცანით ინფორმაციულ ელემენტებს-გაჯეტებს,მასწავლებლის ძირითად გაჯეტებს : სამუშაო დამოცდილება, პროექტები და კვლევები,პროფესიული განვითარება ფოტოგალერეა, ჩემ შესახებ და ა.შ.
გავეცანით ბლოგის მართვის მენიუს,ვისწავლეთ გაჯეტის წაშლა და პორტფოლიოში გაკვეთილის ან პროექტის გადატანა,შენახვა და ბლოგის დათვალიერება.დღე იყო ძალიან დატვირთული,ამიტომ ექსელის ცხრილებზე მუშაობა გადავდეთ მომდევნო დღესთვის და დღის გეგმაში შევიტანეთ ცვლილება.
შესწავლილი მასალა დამეხმარება,რომ შევქმნა ჩემი ბლოგი,მასში განვათავსო ჩატარებული გაკვეთილების გეგმები,პროექტები,ფოტო და ვიდეომასალა,დავათვალიერო სხვა მასწავლებლების ბლოგები,გავუზიარო გამოცდილება და მათგანაც მივიღო საინტერესო იდეები.ჩემი აზრით,ბლოგი საუკეთესო საკომუნიკაციო საშუალებაა.

დღე მე-13
1.      გამეორება
2.      ექსელის ცხრილზე მუშაობა
3.      შეჯამება
ტრენინგის მე-13 დღეც დაიწყო გამეორებით,მასწავლებლებმა ერთმანეთს გავუზიარეთ იდეები და ამის შემდეგ დავიწყეთ Microsoft Exel-ის ცხრილებზე მუშაობა.ტრენერმა აგვიხსნა,თუ როგორ შეგვიძლია ელექტრონულ ცხრილებზე მუშაობა,გამოთვლების ორგანიზება,სხვადასხვა მონაცემების დამუშავება და შენახვა.გავეცანით ექსელის ფანჯრის ელემენტებს,ფურცლებზე გადასვლას,ღილაკების კომბინაციებს,მონაცემთა ჩაწერას უჯრედებში,რედაქტირებას ,რიგისა და სვეტის დამატება-წაშლას და ა.ს.
შევაჯამეთ შესწავლილი მასალა.ყველა მასწავლებელმა  აღ ნიშნა,თუ როგორი საჭიროა ცხრილებით მუშაობა სასწავლო პროცესში და როგორ გაუადვილებს მუშაობას,რაც ხელს შეუწყობს დროის დაზოგვას, განსაკუთრებით კი დაეხმარება კლასის ხელმძღვანელებს მონაცემთა ბაზის შექმნაში.
ტრენინგის დასასრულს მადლობა გადავუხადეთ ტრენერ ქ.ცერაძეს გაწეული სამუშაოსათვის,აღვნიშნეთ,რომ ტრენინგის თითოეული დღე იყო მეტად საინტერესო და პროდუქტიული,ამავე დროს სახალისო. აუცილებელია,შესწავლილი მასალა აქტიურად გამოვიყენოთ სასკოლო მუშაობაში, ისტ-ის გამოყენებით საინტერესო გავხადოთ მოსწავლეებთან მუშაობა,რას ხელს შუწყობს თავისუფალი პიროვნების ფორმირებას.

ეკატერინე ადეიშვილი
13.09.2014 წელი.
 

ჩემი სერთიფიკატები და მოსწავლეთა მიღწევები (დიდ ფორმატში სანახავად დააწექით სურათს)