Friday, November 21, 2014

შენში გაცოცხლდა იმერეთი თავის მაჭრებით

დაბადების ადგილი:  სოფ. სიმონეთი, ახლანდ. თერჯოლის რაიონი.

 დ. კლდიაშვილი დაიბადა  იმერეთის გაღარიბებული აზნაურის ოჯახში. 1872 წელს სახელმწიფო ხარჯით გაიგზავნა  კიევის სამხედრო გიმნაზიაში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა. წლების მანძილზე იგი  უმწიკვლოდ იღვწოდა ქართველი ერის საკეთილდღეოდ. მისი პირველი მხატვრული თარგმანები 1885 წელს, ჟურნალ "თეატრში" დაიბეჭდა. დ. კლდიაშვილის პირველსავე მოთხრობებში  გამოვლინდა მისი სამწერლო პრინციპი - ქართული კლასიკური რეალიზმის ერთგულება, რითაც  მან XIX საუკუნის ახალი ქართული პროზის დიდი ტრადიციები განავითარა. დ. კლდიაშვილის  მთავარი თემა - იმერეთის გაღარიბებული, ე. წ. "შემოდგომის აზრაურების" ცხოვრების  მწუხრის ასახვა - პირველად გამოჩნდა მოთხრობაში "სოლომონ მორბელაძე" (1894). სწორედ  აქ დაინახა მწერალმა თავისი "ცრემლნარევი სიცილის" სათავე; განწირული აზნაურების  შინაგანი ტრაგიკული ბუნება, რამაც მის სამწერლო სტილს განუმეორებელი ინდივიდულობა  მიანიჭა. მწერალი  მწვავედ განიცდის ყოველივე ამას და მხოლოდ იშვიათად მიმართავს მძაფრ, დაუნდობელ  სატირას ("ბაკულას ღორები", 1920). დ. კლდიაშვილის შემოქმედებითი სტილისათვის  დამახასიათებელია ის ძნელად მისაღწევი სისადავე და უბრალოება, რისი შექმნაც მხოლოდ  დიდ მწერალს ხელეწიფება. უნუგეშო, დეგრადირებული ყოფის აღწერით მწერალი აფხიზლებდა  მკითხველს, ზნეობრივი სრულყოფისაკენ, უკეთესი მერმისის დამკვიდრებისაკენ მოუწოდებდა  მას.

ჩემი სერთიფიკატები და მოსწავლეთა მიღწევები (დიდ ფორმატში სანახავად დააწექით სურათს)